კიევის "დინამოში" კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა
"ბარსელონასთან" თამაშამდე 2 დღით ადრე კიევის "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
უკრაინული გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კოვიდ დადებითი 6 ფეხბურთელია, რომელთა შორისაა ქართველი მოთამაშე გიორგი წიტაიშვილიც.
გარდა ამისა, კორონავირუსი დაუდასტურდა კიევის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანაშემწესა და კლუბის 4 თანამშრომელს.
ყველა "დინამოელი", რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თვითიზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.
"ბარსელონასა" და კიევის "დინამოს" დაპირისპირება ოთხშაბათს 23 საათსა და 55 წუთზე გაიმართება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]