საპრეზიდენტო არჩვენების ჩატარების სავარაუდო დრო ცნობილია
"ბარსელონას" საპრეზიდენტი არჩევნების თარიღი დაზუსტებული ჯერ კიდევ არაა, თუმცა საორიენტაციო თარიღი უკვე ვიცით.
ცოტა ხნის წინ კლუბის მმართველი კომისიის თავმჯდომარემ, კარლეს ტუსკეტსმა განაცხადება გააკეთა: "გადავწყვიტეთ, არჩევნები ჩავნიშნოთ უახლოეს თარიღზე, რის საშუალებასაც პანდემია მოგვცემს. ეს სავარაუდოდ შობის პერიოდში მოხდება. შევიმუშავებთ გეგმას, რომელიც გარანტიებით იქნება გაჯერებული."
2010 და 2015 წლებში "ბარსელონას" ასევე მმართველი კომისია მართავდა, რომელსაც არჩევნების ჩასანიშნად 1 დღე დასჭირდა. ამჟამად პროცესი უკვე 5 დღეა გრძელდება და ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ არ ვიცით. ამის მიზეზი, დიდი ალბათობით, კორონავირუსია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]