MD: დირექტორთა საბჭო არჩევნების სამ სავარაუდო თარიღზე მუშაობს

MD: დირექტორთა საბჭო არჩევნების სამ სავარაუდო თარიღზე მუშაობს

"ბარსელონაში" საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების სამი სავარაუდო თარიღი არის გამოკვეთილი, იტყობინება Mundo Deportivo.

კატალონიური გამოცემის თქმით, არჩევნები ნოემბერში, იანვარში ან მარტში გაიმართება.

ბართომეუმ, რომელიც, კვლავ, "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტს იკავებს, "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ, განაცხადა, რომ კლუბში რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და მათ უახლოეს დღეებში დაანონსებდნენ. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება, ძალიან დიდი ალბათობით, კიკე სეტიენის განთავისუფლება იქნება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 16 აგვისტო 2020 14:02
    2
    ამ ზაფხულშივეა არჩევნები დასანიშნი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #6 16 აგვისტო 2020 12:37
    3
    ჯერ სეტიენიც არ გაუშვიათ რაზეა საუბარი. არანაირი ცვლილება არ იქნება ასე ჩუმად თუ იქნებიან ფანები
    Anssumane
    სტუმარი [?]
    #5 16 აგვისტო 2020 12:22
    1
    ნოემბერშივე ვადამდელი ასე მესმის მე 2021 ისეც მიდის და ისეცაა არჩევნები და 2თვით ადრე თუ სამითვის მერე დიდი ვერაფერი შეღავათია ვადამდელი ვიცი მე ვადამდელი და ეს ნოემბერშივე უნდა მოხდეს
    Feel My Style
    სტუმარი [?]
    #4 16 აგვისტო 2020 12:16
    2
    სეტიენის გაშვებას ამდენი ანონსი რათ უნდა? :D გაეშვათ მეორე დღესვე
    Culé [?]
    #3 16 აგვისტო 2020 11:51
    3
    ვაახ ჩემიიიი ეს ისევ აქ არის? დროზე გაახვეინეთ რაც შეეხება ლიგას ლიონმა ხომ ვამბობდი მანჩ სიტისაც სახლში გაუშვებს მეთქი ფავორიტებში ლიონი ლაიფციგი მოიაზრებიან დიდი შანსია ფინალი ითამაშონ პსჟ დამარცხდება ლაიფციგთან და ფინალიც შედგება აი ამ ორში კი ვინ მოიგებს? ორივე უტიტულოა ლაიფციგმა თუ შეძლო ტრიპლეტი მოიგო მისი პირველი ტიტული იქნება დაარსებიდან 11 წლის შემდეგ
    ფანი [?]
    #2 16 აგვისტო 2020 11:45
    4
    რაგჭირთ ხალხოოო კრიზისი გვაქ ამოვალთ აქედან ჩვენ ბარსა ვართ ჩვენ მსოფლიოში საუკეთEსო გუნდის ფანები ვართ ფეხზე დავდგეთ და სტიმული მივცეთ ბიჭესბსს არგვჩჭირდება ათი წელი ამისთვის ჩვენ ბარსა ვართ ძალიან მალე ავალთ წვერვალზეე ძალიანნნ თქვენ გენაცვალეთ ყველასსს ვისთვისაც წითელი და ლურჯი ყველაფერიაა ყველა წავა ვინც წასასვლელია და მოვლენ ბიჭები რომლების სისხლიც წითელი და ლურჯი იქნებაა და დაწერენ ისტორიას ახლიდანნ.... ეს ბარცაა ეს მსოფლიოს\ში საუკეთესო გუნდიააა
    Cule Is Always Elegant
    სტუმარი [?]
    #1 16 აგვისტო 2020 11:38
    6
    ნეტა გამოვიდეს ახლა და თქვას, კიკეს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთო. მაინტერესებს, გინებაზე რო მიდის საქმე, სადამდე გვაქვს ფანტაზიის ზღვარი ქართველება