ოფიციალურად: მესი "ბარსელონასთან" მოლაპარაკების დასაწყებად მზადაა
"ბარსელონას" მმართველი კომისიის ხელმძღვანელი კარლეს ტუსკეტსი ადასტურებს, რომ ლიონელ მესი მზადაა ხელფასის შემცირების თაობაზე კლუბთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
ჟოზეპ მარია ბართომეუს პრეზიდენტობიდან გადადგომამდე მესი ხელფასის შემცირებაზე უარს აცხადებს, ახლა კი, როგორც ჩანს, არგენტინელმა პოზიცია შეიცვალა.
"კონკრეტულად მესისთვის ცალკე პირობებს ვერ შევიმუშავებთ. შეგვიძლია სხვადასხვა შემთხვევებისთვის რამდენიმე სტრუქტურა შევქმნათ, მაგრამ არა ინდივიდუალებზე მორგებული.
დეტალებს ვერ გეტყვით, რადგან ჯერ ჯერ მოლაპარაკებების დასრულებაა საჭირო, მაგრამ ახლა შემიძლია გითხრათ ის, რომ მესი და მისი წარმომადგენლები თანამშრომლობისთვის მზად არიან." - ციტირებს ტუსკეტსის სიტყვებს "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]