”რიასორს” დავიდ ვილიასი ეშინია

”რიასორს” დავიდ ვილიასი ეშინია

 

დავიდ ვილიას ჩვევად აქვს ქცეული პრიმერა დივიზიონის შეხვედრებში ლა კორუნიის ”დეპორტივოსთვის” სიცოცხლის გამწარება. სანაკრებო პაუზა დასრულდა, ”ბარსელონა” კი იმ გუნდთან სათამაშოდ ემზადება, რომლის კარი დავიდ ვილიას 14 შეხვედრაში 11-ჯერ აქვს დალაშქრული.

 

”სარაგოსას”, ”ვალენსიას” და ”ბარსელონას” რიგებში

 

პირველი გოლი ”დეპორტივოს” კარში ვილიამ ”სარაგოსას” შემადგენლობაში თამაშისას გაიტანა. ეს 2004/05 სეზონი იყო, როცა არაგონულმა გუნდმა მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო ”დეპორის” კარში. ”ვალენსიაში” გადასვლის შემდეგ ვილიამ ”დეპორტივო” გააწამა და 9 ბურთი გაუტანა. მე-11 და ბოლო გოლი ლურჯ-თეთრების კარში მან 2010/11 წლის სეზონში გაიტანა, ამჟამად ”ბარსას” ფეხბურთელის რანგში. ”რიასორზე” ის შეხვედრა 0:4 დასრულდა.

 

ამგვარად ”დეპორტივო” დავიდ ვილიას მე-3 ყველაზე საყვარელი მსხვერპლია. ”სევილიას” და ”ოსასუნას” კარში კი ასტურიელს 13-13 გოლი აქვს შეგდებული. ”დეპორტივოთან” გატანილი 11 გოლიდან 4 დავიდმა ”რიასორის” სტადიონზე გაიტანა, დანარჩენი 7 გოლი კი მან საშინაო არენაზე გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.