ჟერარ პიკე: ნორმალურია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არ ვართ
კიევის "დინამოსთან" თამაშში (2-1) მეორე გოლის ავტორმა, "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ. დასაწყისში 2-3 გოლის გატანა შეგვეძლო. შემდეგ თამაშის სადავეები ხელიდან გავუშვით, კონტროლი დავკარგეთ და ვნერვიულობდით. მეტოქემ საქმე გაგვირთულა. პოზიციურად კარგად ვერ გამოვიყურებოდით.
კლუბში მრავალი ცვლილება მიმდინარეობს. ვფიქრობ, ეს აუცილებელი იყო, რადგან არასწორი მიმართულებით მივდიოდით. ყოველ წელს უარესობისკენ მივექანებოდით. ვიცით, რომ ადვილი წელი არ იქნება, მაგრამ ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძოლებთ.
კლუბში, როგორც ასეთი, გარდამავალი წელი არაა... დრო ცოტა გვაქვს. ველით, რომ რაღაცები ცოტა გაუმჯობესდება.
ნორმალურია, რომ ბოლო რამდენიმე წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არ ვართ. რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ეს მუშაობაა. ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყვავს. შედეგები გვექნება".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]