განაცხადი ცნობილია: "ბეტისი" "ბარსელონას" სერიოზული დანაკლისით ხვდება
რამდენიმე წუთის წინ "რეალ ბეტისმა" "ბარსელონას" წინააღმდეგ ხვალ გასამართი მატჩის განაცხადი დაასახელა.
ინფორმაცია, რომელიც აქამდეც თითქმის დადასტურებული იყო, ცნობილი ოფიციალურადაც გახდა. ანდალუსიური გუნდის დახმარებას ნაბილ ფეკირი ვერ შეძლებს - ფრანგი შემტევი "ოსასუნასთან" მატჩის შემდეგ ტრავმირებულია და გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს. როგორც ჩანს, ნაბილი მოედანზე გასვლას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან დღეს ის საფრანგეთის ნაკრების განაცხადში უსემ აუარმა შეცვალა.
ფეკირთან ერთად, "ბეტისს" სიდნეიც აკლია.
სრული განაცხადი ასეთია:
💚🤍💚
— Real Betis Balompié (@RealBetis_en) November 6, 2020
Our call-up for #BarçaRealBetis! pic.twitter.com/iMJCgiClaA
შეგახსენებთ, რომ მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართება და თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]