ტონი ფრეიშა: ჩვენ მესის შემცირებული ხელფასით ახალ კონტრაქტს შევთავაზებთ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ტონი ფრეიშამ, Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში საკუთარ გეგმებზე ისაუბრა, რომლებსაც კლუბის სათავეში მოსვლის შემთხვევაში განახორციელებს.
"ლეო მესისთან ჩვენ პირისპირ, მშვიდად ვისაუბრებთ და ვიმსჯელებთ, თუ რა იქნება უმჯობესი "ბარსასთვის". მასთან და ასევე იმ ფეხბურთელებთან, რომელთაც კონტრაქტის განახლება უწევთ ისეთ პირობებს განვიხილავთ, როგორიც აქამდე არსებულისგან განსხვავდება."
"კლუბის წევრებს ტყუილ დაპირებებს არ მივცემთ, შესაბამისად, მესისთვის ახალი კონტრაქტის დეტალები უფრო ნაკლებშემოსავლიანი იქნება. "ბარსას" შემოსავლები ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირდა და წარმატებისთვის ახალი ფორმულა მალე უნდა შევიმუშავოთ."
"მესის მოსყიდვა ან შეპყრობა არ უნდა ეცადო. მას თვალებში უნდა ჩახედო და ორივე მხარის პოზიციაზე ისაუბრო. რა სურს მას და რა სურს "ბარსას". ვფიქრობთ, რომ მესის გულში ფეხბურთს ისევ დიდი ადგილი უკავია."
ლეოს მოქმედ კონტრაქტს ვადა 2021 წლის ივნისში გასდის. მან ჟოზეპ მარია ბართომეუს პრეზიდენტობის პერიოდში გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ტონი ფრეიშა წარმატების შემთხვევაში მის დარწმუნებას შეეცდება. იანვრიდან კაპიტანს უფლება აქვს, რომ სხვა ნებისმიერ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი შეათანხმოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]