"ბარსელონა ბ" სეგუნდას ყველაზე შედეგიანი გუნდი
გუშინ "ბარსელონას" მეორე გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, ამჯერად კატალონიელებმა "ჟიმნასტიკი" გაანადგურეს ანგარიშით 4:0. აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 თამაშში ლუის ენრიკეს შეგირდებს შეტევაში ყველაფერი რიგზე აქვთ, 18 გოლი 4 შეხვედრაში, ასეთი შედეგი ყველა გუნდს შეშურდება ბუნებრივია.
გუშინ ლუის ენრიკეს შეგირდებს მატჩამდე 52 გოლი ჰქონდათ, ხოლო მატჩის შემდეგ 56 გაუხდათ. ასე და ამგვარად "ბარსელონა ბ" ყველაზე შედეგიანი გუნდია სეგუნდა დივიზონისა 56 ბურთით. მეორე ადგილზეა "ბეტისი" 55 ბურთით, ხოლო მესამე პოზიციას გატანილი ბურთების მხრივ "გრანადა" იკავებს 50 ბურთით.
რაც შეეხება გუშინდელ მატჩში თავი სორიანომ და დოს სანტოსმა იჩინეს 2–2 – ჯერ. ბოლო ბურთი სორიანომ 11 მეტრიანი ნიშნულიდან შეაგდო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]