"ბარსა ბ" – ფაქტები
მოგეხსენებათ გუშინ, "სეგუნდა დივიზიონის" ბოლო ტურის მატჩები გაიმართა და ალბათ ისიც მოგეხსენებათ, რომ ლუის ენრიკეს "ბარსა ბ"–მ შეძლო და მეორე ადგილოსანი "რაიო ვალიეკანო" ანგარიშით, 2–3 დაამარცხა, რის შედეგადაც ახალგაზრდა კატალონიელებმა მესამე ადგილი დაიკავეს...
"ბარსა ბ" – ფაქტები
►ახალგაზრდა კატალონიელები მესამე ადგილზე გავიდნენ. მათ ანგარიშზე 69 ქულაა. ისინი პირველ ადგილზე გასულ "რეალ ბეტისთან" ერთად ყველაზე შედეგიანი გუნდი გახლავთ – მათ ანგარიშზე 85 გატანილი გოლია, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 2,023 გოლს ნიშნავს.
►"სეგუნდა დივიზიონის" ბომბარდირად კატალონიური გუნდის წარმომადგენელი მოგვევლინა. ჯონათან სორიანომ 34 მატჩში 32 გოლის გატანა მოახერხა. ამით იგი "სეგუნდას" ბოლო 23 წლის მანძილზე, ყველაზე შედეგიან ფეხბურთელად იქცა. 1986/87 წლებში, "სელტას" თავდამსხმელმა, ბალთაზარმა, 44 მატჩში 34 გოლის გატანა შეძლო.
►"სეგუნდას" "Fair Play"-ის რეიტინგში, პირველი ადგილი კატალონიურ კლუბს ხვდა წილად. მათ მხოლოდ 108 ქულის მოგროვება მოახერხეს, რაც "ნუმანსიას" (121), "ჟიმნასტიკის" (126), "ვილიარეალ ბ"–სა (139) და "კორდობას" (145) შედეგებზე ბევრად ნაკლებია.
►სეზონი დასრულდა, ლუის ენრიკე კი გუნდს დატოვებს და სავარაუდოდ რომაულ "რომაში" განაგრძობს სამწვრთნელო კარიერას. მის ნაცვლად, "ბარსა ბ"–ს სათავეში, ყოფილი "Dream Team"-ელი, ეუსებიო საქრისტანი ჩაუდგება.
აქვე გეტყვით, რომ "პრიმერა დივიზიონში" გადასასვლელად ერთმანეთს მეოთხე ადგილოსანი "ელჩე" და მეშვიდე ადგილოსანი "რეალ ვალიადოლიდი" დაუპირისპირდებიან. ამ შეხვედრის გარდა, "ლა ლიგას" საგზურისთვის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთის კონკურენტებად მეექვსე ადგილზე გასული "სელტა ვიგო" და "მეხუთე ადგილმისაკუთრებული" "გრანადა" მოგვევლინებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]