ხავიერ ბორდასი: სუარესის შემცვლელად ალვარო მორატა მინდოდა
"ბარსელონას" ყოფილი დირექტორი ხავიერ ბორდასი Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას 2019 წელს ურუგვაელი შემტევის, ლუის სუარესის შემცვლელად მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის, ალვარო მორატას შეძენა სურდა.
ბოლო წლებში ვფიქრობდი, რომ სუარესს შეცვლა სჭირდებოდა. არ მოიძებნებოდი ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც მისი შეცვლა შეეძლოთ, რადგან ლუის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
კარგი ვარიანტი იყო მორატა, რომელსაც "ჩელსის" დატოვება უნდოდა. ბართომეუს ამის შესახებ ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ალვარო ძალიან მოსწონდა. მორატაზე შევიტყვე, რომ მისი იჯარით აყვანა შესაძლებელი იყო. თუმცა, ტექნიკურმა დირექტორებმა მასზე უარი თქვეს, სანაცვლოდ კი კევინ-პრინს ბოატენგი მოვიდა.
კიდევ ბევრი მოთამაშის შეძენა მინდოდა - ერლინგ ჰოლანდის, ფერან ტორესისა და დანი ოლმოსი.
ერთხელ კლუბს ტიბო კურტუას შეძენა შევთავაზე, რაზეც სანდრო როსელს (ყოფილი პრეზიდენტი) გავესაუბრე. მან მითხრა, რომ, თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო, გააკეთებდა. კურტუას დამატება შეგვეძლო, თუმცა, ანდონი სუბისარეტამ (ყოფილი დირექტორი) მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იყიდა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ბორდასმა ასევე საინტერესო კომენტარი გააკეთა ლიონელ მესიზე. კლუბის ყოფილმა დირექტორმა კილიან მბაპეს, ერლინგ ჰოლანდისა და ნეიმარის შესახებაც ისაუბრა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]