მესი მასკერანოს და გაგოს დაემშვიდობა, რომლებმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულეს
"ბარსელონას" 33 წლის კაპიტანი, ლიონელ მესი, საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ყოფილ პარტნიორებს, ხავიერ მასკერანოსა და ფერნანდო გაგოს დაემშვიდობა, რომლებმაც მოთამაშის კარიერა დაასრულეს.
"ორი ადამიანი, რომლებთანაც მე ვცხოვრობდი და დიდი ხანი ვღებულობდი სიამოვნებას, ფეხბურთიდან წავიდნენ. მსურს, შესაძლებლობით ვისარგებლო და მათ დავემშვიდობო.
ფერ, ძვირფასო, ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად გექნება. ჩვენი გაცნობის დღიდან 17 წელი გავიდა. ეროვნული ნაკრების გასახდელში ერთად ყოფნა ერთგვარი სიამოვნება იყო, ასევე შენს წინააღმდეგ თამაშიც, ეს კარგად იცი. ვიმედოვნებ, საკუთარი ოცნებების რეალიზირებას გააგრძელებ.
რა შემიძლია ვთქვა მასკეზე. წლებია ერთად ვართ, ერთმანეთს ყოველდღიურად ვხედავდით, ჩვენ ყველაზე ბედნიერი მომენტები და რთული პერიოდები გადავიტანეთ, როგორც არგენტინის ნაკრებში, ისევე "ბარსელონაში". იმ მომენტიდან გვენატრები, როდესაც წახვედი. შენს ოჯახთან ერთად ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.",
- ნათქვამია მესის განცხადებაში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]