ლეგენდები ხავიერ მასკერანოს ემშვიდობებიან
დღეს ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" არგენტინელმა ლეგენდამ, ხავიერ მასკერანომ საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაყვიტა. ამ ამბავს, ბუნებრივია, არაერთი საფეხბურთო მოღვაწე გამოეხმაურა. მათ შორის არიან "ბარსელონას" ლეგენდებიც.
ჩავი
შენთან ერთად თამაში სიამოვნება და პატივი იყო, ხავიერ. დიდი პროფესიონალი, იშვიათად თავმდაბალი ადამიანი და უნიკალური ლიდერი. გილოცავ დიდ და ბრწყინვალე კარიერას. ახალ ეტაპზე წარმატებებს გისურვებ, მეგობარო!
ნეიმარი
მასკე, გილოცავ ყველაფერს, რასაც ფეხბურთში მიაღწიე. ფენომენალური ხარ როგორც ფეხბურთელი და როგორ პიროვნება. დიდებული მომენტების შენთან ერთად გაზიარება დიდი სიამოვნება იყო. თავდს მოუფრთხილდი. წარმატებებს გისურვებ იმაში, რაც წინ გელოდება. მადლობა!
ლუის სუარესი
გასული დეკადის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ნახევარმცველმა კარიერა დაასრულა. შენთან ერთად თამაში პრივილეგია იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი პროფესიონალი ხარ, არამედ იმიტომაც, რომ დიდებული ადამიანი ხარ. გახსოვდეს ის ბრწყინვალე მომენტები, რომლებიც ფეხბურთში განიცადე. იცი, რომ ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმ დღის გამო, როდესაც "ბარსელონაში" დამხვდი და მიმასპინძლე. იყავი ამაყი იმით, რომ ფეხბურთში შენი დიდი კვალი დატოვე. გეხვევი!
ანდრეს ინიესტა
ცხოვრების ახალ ეტაპზე ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ მეგობარო. შენთან ერთად გასახდელის გაზიარება და საუბარი სიამოვნება იყო, რადგან ფენომენალური ხარ.
ჟერარ პიკე
შენთან ერთად გასახდელი ოთახის გაზიარება და ტიტულების მოგება სასიამოვნო იყო. ახალ ეტაპზე ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]