ბეილი 40 მილიონ ფუნტად?!

ბეილი 40 მილიონ ფუნტად?!

 

ბრიტანულ პრესაზე დაყრდნობით, კატალონიური ყოველდღიური სპორტული გამოცემა "სპორტი" გვამცნობს, რომ "ბარსა" უელსელი მარცხენა მცველის, გარეთ ბეილის შესაძენად 46 მილიონ ევროს ამზადებს...

 

გაზეთ "People"–ის კვირის გამოცემაში ერთი სტატია "ბარსასა" და გარეთ ბეილის მომავალ შესაძლო კავშირებსაც დაეთმო. ბრიტანულ გაზეთზე დაყრდნობით, "სპორტში" წერენ, რომ "ბარსას" სკაუტებმა გვარდიოლას ბეილის შესახებ მოახსენეს, რომ იგი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და რომ გააჩნია ისეთი ფუნქციები, როგორიც დანი ალვესს აქვს.

 

სტატიაში დასახელებული იქნა თანხაც, რომლის გადახდასაც კატალონიელი ბოსები ჩრდილოეთ ლონდონელებისთვის გეგმავენ. ეს თანხა 40 მილიონ ფუნტს, ანუ 46 მილიონ ევროს შეადგენს. შესაძლოა ამ ტრანსფერში ბოიან კრკიჩიც იყოს გამოყენებული და ამიტომ 40 მილიონ ფუნტზე ბევრად ნაკლების გადახდა მოუწიოთ "ბარსას" ხელმძღვანელებს. ასე, რომ თუ მომავალ სეზონში "ტოტენჰემი" "ჩემპიონთა ლიგაზე" ფეხის შედგმას ვერ მოახერხებს, სავსებით შესაძლებელია, რომ პეპ გვარდიოლამ ცესკ ფაბრეგასზე უარი თქვას და გუნდი, როგორც სკაუტები იტყოდნენ "ჩამოყალიბებული" მარცხენა მცველით გააძლიეროს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.