ტორესი: "ბარსა" ვეღარ გახდება უკეთესი"

ტორესი: "ბარსა" ვეღარ გახდება უკეთესი"

"ჩელსის" ესპანელი თავდამსხმელი ჟურნალისტებთან საუბრობს "ბარსა"–"რეალის" დუელზე, მათ შორის განსხვავებებსა და ლა ლიგაზე.

 

"ბარსელონა" მეტად ვეღარ განვითარდება. ჟოზე მოურინიომ სწორად აღნიშნა, რომ "ბარსელონამ" თავის მაქსიმუმს მიაღწია. ეს დრო მოვა მაშინ, როდესაც მოხდება თაობათა ცვლა. ლა ლიგაში ასპარეზობენ ძალიან მაღალი დონის გუნდები, როგორებიც არიან: "ვალენსია", "ვილიარეალი" და "სევილია", თუმცა ვერცერთი მათგანი ახლოს ვერ მივა კატალონიურ და მადრიდულ კლუბებთან". ფერნანდომ დაამატა, რომ: "ბლაუგრანა" ფავორიტია ყველა იმ ტურნირში, სადაც კი ასპარეზობს, აქ საეჭვო არაფერია. მათ ძალიან კარგად იციან რა სჭირდებათ. თუ რომელიმე მატჩი აუცილებლად მოსაგებია, ისინი ამას აუღელვებლად გააკეთებენ" - დაასრულა ესპანეთის ნაკრების მე-9 ნომერმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.