მოურინიო: "თანაბარი შემადგენლობით შეგვიძლია "ბარსას" დამარცხება"

მოურინიო: "თანაბარი შემადგენლობით შეგვიძლია "ბარსას" დამარცხება"

მადრიდის "რეალის" თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ, ლა ლიგის 32–ე ტურის შემდეგ განაცხადა, რომ აუცილებლად დაამარცხებს "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში.

 

"მე ძალიან დაივღალე იმით, რომ "ბარსელონასთან" მუდამ 10 კაცით მიწევს თამაში. იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს დავამარცხებ "ბარსელონას" სრული შემადგენლობით. თუ მსაჯმა ალბიოლი გააძევა მოედნიდან, მაშინ ანალოგიურად უნდა მოქცეულიყო დანი ალვესის შემთხვევაშიც. განსხვავებას ვერ ვხედავ ამ ორ წესის დარღვევას შორის. გოლის შემდეგ გუნდი არ გატყდა და გულშემატკივართა მხარდაჭერით ჩვეულად განაგრძო ასპარეზი. იმედი მაქვს, რომ "ბარსელონას" გამოვთიშავ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალიდან. თუ სრული შემადგენლობა გვეყოლება, მაშინ ამას შევძლებთ". დაასრულა ჟოზე მოურინიომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.