მესის არგენტინამ წელი მოგებით დაასრულა
წუხელ სამხრეთ ამერიკაში წლის ბოლო სანაკრებო თამაშები გაიმართა. 2020 წელი არგენტინამაც და ბრაზილიამაც მოგებით დაასრულა.
არგენტინა პერუს ეწვია და პირველივე ტაიმში ნიკოლას გონსალესისა და ლაუტარო მარტინესის მიერ გატანილი გოლებით 2-0 მოიგო.
პერუში გამართული შეხვედრა სრულად ჩაატარა ლეო მესიმ, რომელსაც თამაშის მიწურულს, სოლორეიდის შემდეგ, გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ კაპიტანს მიზნამდე ძალიან ცოტა დააკლდა.
სტუმრებმა ასევე 2-0 მოიგეს ურუგვაისა და ბრაზილიას შორის გამართულ შეხვედრაში. ტრავმების გამო ურუგვაელებს რონალდ არაუხო, ხოლო ბრაზილიელებს ფილიპე კოუტინიო არ ჰყავდათ.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 4 თამაშიდან 4 მოგებით ბრაზილია ლიდერობს. მე-2 ადგილზე, 10 ქულით, არგენტინაა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]