მასკერანოს არ სურს "ბარსას" დატოვება

მასკერანოს არ სურს "ბარსას" დატოვება

მასკერანომ უარყო ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ იგი სადმე გადასვლას გეგმავს.

 

იმ ფაქტმა, რომ მასკერანო სერხიო ბუსკეტსის ჩრდილშია, გამოიწვია "ჩელსისა" და "ინტერის" გააქტიურება. ხავიერი აშკარად უფრო მოტივირებული გახდა და კარგადაც ათამაშდა. სწორედ ამიტომ, "ლურჯებსა" და "ნერაძურის" სურთ არგენტინელის გადაბირება.

 

თავად ფეხბურთელმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: "მე არავისთან არაფერზე მისაუბრია. "ბარსელონას" ფეხბურთელი ვარ და არ ვაპირებ კლუბის შეცვლას". ის კი აშკარაა, რომ ნახევარმცველმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესა და სრულად გაიარა ადაპტაცია. იგი შესანიშნავად ჯდება გვარდიოლას სათამაშო სქემაში.

 

არგენტინელის მიმართ, "ინტერისა" და "ჩელსის" გარდა, ინტერესს "იუვენტუსის" მესვეურებიც იჩენენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.