მაშერანომ მსოფლიო გრანდებისგან ყურადღება დაიმსახურა

მაშერანომ მსოფლიო გრანდებისგან ყურადღება დაიმსახურა

"ბარსელონას" არგენტინელი ჩამშლელი ნახევარმცველით, ხავიერ მაშერანოთი მილანის "ინტერი" და ლონდონის "ჩელსი" ინტერესდებიან...

 

კატალონიური ყოველდღიური სპორტული გამოცემა "სპორტი", გაზეთ "People"–ზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ხავიერ მაშერანოს კარგმა თამაშმა დაინტერესება "ინტერისა" და "ჩელსის" ბოსებში გამოიწვია. მოგეხსენებათ ბოლო რამდენიმე თამაშია მაშერანო ხან ბუსკეტსის ნაცვლად და ხანაც ბუსკეტსთან ერთად შეხვედრებს ძალიან მაღალ დონეზე ატარებს და გასაკვირი არცაა, რომ მან მსოფლიოს ამ ორი გრანდისგან ყურადღება დაიმსახურა.

 

თუმცა, არგენტინელმა ვარსკვლავმა ოთხშაბათს პრეს–კონფერენციაზე ასეთი განცხადება გააკეთა: "მე ჩემი მომავალი კარიერის შესახებ არავისთან მისაუბრია, რადგანაც მე ამ გუნდის დატოვება არ მსურს."

 

აქვე გეტყვით, რომ მაშერანოს კარგი თამაშით მხოლოდ "ინტერი" და "ჩელსი" არ არიან განცვიფრებულები. მათთან ერთად არგენტინელის შეძენაზე არც ტურინული "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა იტყოდა უარს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.