მუნირი: "ბარსას" ტიტულებს "სევილიაში" მოგებული ევროპა ლიგა მირჩევნია
"ბარსელონას" ყოფილმა და "სევილიას" ამჟამინდელმა შემტევმა, მუნირ ელ ჰადადიმ, განაცხადა, რომ, მისთვის, ანდალუსიურ კლუბთან ერთად მოგებული ევროპა ლიგა უფრო ძვირფასია, ვიდრე "ბარსაში" მოპოვებული ტიტულები.
ჩემთვის, ეს თასი [ევროპა ლიგა] ძალიან ძვირფასია. ჩემ მიერ მოგებულ ტიტულებს შორის, ყველაზე სასიხარულო იგი იყო, რადგან "ბარსელონაში" მოპოვებულ წარმატებებში არც ისე დიდი როლი მქონდა. ევროპა ლიგის მოგებაში კი უფრო ვმონაწილეობდი
- ამბობს მუნირი "სევილიას" ოფიციალურ მედიასთან ინტერვიუში.
25 წლის ფეხბურთელისთვის ევროპა ლიგის ტიტული, რომელზეც იგი საუბრობს, სევილიურ კარიერაში ერთადერთია. "ბლაუგრანას" მაისურით კი მისი მონაგარი ასეთია: 1 ჩემპიონთა ლიგა, 3 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერთასი, 1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 1 ევროპის სუპერთასი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]