"ბარსელონა" პიანიჩთან ერთად დაუმარცხებელია
"ბარსელონას" ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი ხშირად ნამდვილად არ თამაშობს, თუმცა, მას მაინც უნიკალური სტატისტიკა აქვს.
Marca-ს ცნობით, პიანიჩს, რომელმაც "ფერენცვაროშთან", "იუვენტუსთან" და კიევის "დინამოსთან" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, "ბლაუგრანას" მაისურით მიმდინარე სეზონში წაგება არ აქვს. კატალონიელებმა იმ 7 თამაშიდან, რომლებშიც 30 წლის ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო, 5 მოიგეს, 2 კი ფრედ დაასრულეს.
ცნობილია, სერხიო ბუსკეტსი ტრავმირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოსნიელ მოთამაშეს უახლოეს შეხვედრებში მეტი სათამაშო დრო ექნება. ივარაუდება, რომ პიანიჩი "ატლეტიკოსთან" დღევანდელი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
საინტერესო ისაა, რომ პიანიჩმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ყველა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ლა ლიგაში კი - არცერთი.
მირალემ პიანიჩმა, საერთო ჯამში, 7 შეხვედრაში მოედანზე 301 წუთი გაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]