"ბარსელონას" ლიგაზე მესის გარეშე მოგება არ უჭირს

"ბარსელონას" ლიგაზე მესის გარეშე მოგება არ უჭირს

დღეს ცნობილი გახდა, რომ რონალდ კუმანი ლეო მესის დასვენების საშუალებას აძლევს და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვალ კიევის "დინამოსთან" არ ითამაშებს.

სპორტული სტატისტიკის მწარმოებელი კომპანია Opta გვაუწყებს, რომ "ბარსას" ჩემპიონთა ლიგაზე მესის გარეშე თამაში არ უჭირს. 2008/09 წლების შემდეგ, ანუ როდესაც ლეო გუნდის ლიდერად იქცა, მის გარეშე ჩატარებული 14 შეხვედრიდან კატალონიელებმა 10 მოიგეს, რაც 71.4% უდრის.

საინტერესოა, რომ მესისთან ერთად "ბარსამ" უფრო ნაკლები, თამაშების 61.6% მოიგო (77 თამაში 125-დან).

ამ სტატისტიკას მარტივი და ლოგიკური ახსნა აქვს - მესი სუსტ გუნდებთან ისვენებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 ნოემბერი 2020 11:56
    0
    უნდა იფრინონ ახალგაზრდებმა.ხარისხიან ფეხბურთს ველოდები ჩვენი ბიჭების შესრულებით
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 ნოემბერი 2020 23:10
    3
    იმედია ხვალ ბოლომდე გამოავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს ახალგაზრდები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi224
    სტუმარი [?]
    #2 23 ნოემბერი 2020 22:06
    1
    გოლების გატანაც კი სანატრელი გახდა უკვე,
    მოგებაზე აღარ ვლაპარაკობ.
    რას აკეთებს ან ის ან მისი თანაგუნდელები დაღლილი რო იყოს.
    უნდა ათამაშოს...
    Mes cue un club 1899
    სტუმარი [?]
    #1 23 ნოემბერი 2020 21:18
    6
    ხვალ ბევრი ისეთი ფეხბურთელი ითამაშებს რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი ამიტომ ჩემი აზრით უფრო მოტივირებულები იქნებიან და შეიძლება მოვიგოთ კიდეც თან ეცოდინებათ რო მესი მათ ვერ დაეხმარებათ და თვითონ მოუწევთ ყველაფერის გაკეთება არც წნეხი იქნება დიდი მესი რო არიქნება მოედანზე და თვითონ შეცდებიან რაღაცის შექმნას
    ერთი ქულა გვინდა მარტო და ოფიციალურად გავალთ💙❤️