რონალდ კუმანი "დინამოსთან" მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანი "დინამოსთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კიევის "დინამოსთან" შეხვედრის (0-4) შემდეგ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

მიზანს მივაღწიეთ - კარგი შედეგი დავაფიქსირეთ და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გავედით. გუნდმა ენერგიულობა გამოავლინა. პირველ ტაიმში ეფექტურობა გვაკლდა, მაგრამ მეორე ნახევარში სიტუაცია გამოვასწორეთ. შეგვიძლია, ძალიან ბედნიერები ვიყოთ.

"დინამოსთან" ტაქტიკურად პირველ მატჩში უკეთ გამოვიყურებოდით, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. ახლა მაღალი ინტენსივობითა და კონცენტრაციით ვთამაშობდით. პირველ შეხვედრაში ეს დაგვაკლდა.

ფეხბურთელები სათამაშო დროის მისაღებად ყოველდღე შრომობენ. დღეს მათ შანსი მიიღეს, რაც დაიმსახურეს.

მინგესამ დღეს აჩვენა, რომ მასზე დაყრდნობა შეგვიძლია. ის პირველ გუნდთან 5-6 კვირაა ვარჯიშობს. მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ბევრის მსგავსად დღეს სრულად ითამაშა.

დღევანდელი საერთო სურათი მომეწონა. ეს სწორედ ისაა, რაც გვინდა.

გრიზმანმა მონაწილეობა თითქმის ყველა შეხვედრაში მიიღო. მან დღეს ფიზიკური მიზეზების გამო მხოლოდ 30 წუთი ითამაშა.

ანტუანი გუნდისთვის და კლუბისთვის ყოველთვის ყველაფერს აკეთებს. სამწუხაროა, რომ მას არ უმართლებს, რათა უფრო მეტი გოლი გაიტანოს. ამის შესაცვლელად ერთადერთი გზა თავდაუზოგავი მუშაობაა. ის ცდილობს. დღეს მან გაიტანა.

დიდი შანსია, მინგესამ კვირასაც ითამაშოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 ნოემბერი 2020 12:51
    1
    პუჩი ათამაშე შე ჯიუტო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    რედაქტორი [?]
    #3 25 ნოემბერი 2020 10:14
    1
    ციტატა: Don_Andresito
    გიორგი ჩანგელია,
    მაინც არ ვიჩქარებდი ჯერ მაგ ბიჭის შეფასებას, პირველი თამაში კარგი იყო მარა ლენგლეს სულ რო 1000 თავით ჯობდეს ამ ეტაპზე ეგ ორი მცველი გვყავს ასე რომ მოუწევთ ერთად თამაში. არაუხო დაბრუნდება მალე იმედია. ისე სულ ამას ვამბობთ, რომელი მცველი უნდა იყიდო დღეს და რამდენი უნდა გადაიხადო რო ესეთი თამაში ჩაატაროს რაც ამ ბიჭმა. რატო ეძებენ სულ ხალხს სხვა გუნდებში, მუსტაფიო, რუდიგერიო, გარაიო. რატო როცა ესეთი რეზერვი გვყავს, ვინ იცის რამდენი მაგარი ბიჭი გვყავს ბ ში და არ ვიცით. ბალდე მორიბა აკომაჩი და ეგ ბიჭები ბევრს აჯობებენ დღეს. ამიტო სანამ თავზე მიგელეწება გუნდი კუმან, მანამდეც მიეცი შანსი ხალხს. თორე წინა სეზონის სტარტში მესი სუარესი დემბელეს ერთად ტრავმები რო არა ფატის ალბათ მხოლოდ ახლა დააწინაურებდნენ თანაც ბარსა ბ ში და არა პირველ გუნდში და დაახლოებით კონრადის მსგავსი წარმოდგენა გვექნებოდა მაგ ბიჭზე. და მაგ შემთხვევითობის წყალობით ოქროს ბიჭუნა ვიპოვეთ. მეორეზე გავიდა ტიპი. პეპი იმით იყო გამორჩეული რო მაგ ტრავმიანობას არ ელოდებოდა და ეგრევე აძლევდა შანსებს ახალგაზრდებს. იმიტო რო ნამუშევარი იყო ბარსა ბ შიც. ამიტო მინდა ჩავიმ ბ გუნდით დაიწყოს. როცა სასტავს იცნობ ნდობა უფრო ადვილია. თორე ვალვერდე ფატის რო ესეთ ნდობას ტრავმების გარეშე არ გამოუცხადებდა ეგ 1000% იანია. მალკომი არ გააკარა სასტავს ტიპმა როცა დებდა შედეგს ასე თუ ისე მალკომი

    გეთანხმები აბსოლუტურად. რამდენ ვიღაცას გაიძახიან და, შესაძლოა, მაგაზე უკეთესები სეზერვში გვყავს. მაგ., გარსიაზე ნაკლები რითი იქნება მინგესა? იმით, რომ იმას ათამაშებენ და უფრო ჩანს, ეს კი... მორიბაც მაგარია, ვიცი ეგ ბიჭი.

    მაშინ დაწინაურებას, როცა ყველაფერი რიგზეა, ვინ ჩივის; როცა ტრავმიანობაა, მაშინ მაინც რომ არ არიდებოდნენ მათ ამოყვანას.
    --------------------
    🔵🔴
    [?]
    #2 25 ნოემბერი 2020 03:07
    10
    გიორგი ჩანგელია,
    მაინც არ ვიჩქარებდი ჯერ მაგ ბიჭის შეფასებას, პირველი თამაში კარგი იყო მარა ლენგლეს სულ რო 1000 თავით ჯობდეს ამ ეტაპზე ეგ ორი მცველი გვყავს ასე რომ მოუწევთ ერთად თამაში. არაუხო დაბრუნდება მალე იმედია. ისე სულ ამას ვამბობთ, რომელი მცველი უნდა იყიდო დღეს და რამდენი უნდა გადაიხადო რო ესეთი თამაში ჩაატაროს რაც ამ ბიჭმა. რატო ეძებენ სულ ხალხს სხვა გუნდებში, მუსტაფიო, რუდიგერიო, გარაიო. რატო როცა ესეთი რეზერვი გვყავს, ვინ იცის რამდენი მაგარი ბიჭი გვყავს ბ ში და არ ვიცით. ბალდე მორიბა აკომაჩი და ეგ ბიჭები ბევრს აჯობებენ დღეს. ამიტო სანამ თავზე მიგელეწება გუნდი კუმან, მანამდეც მიეცი შანსი ხალხს. თორე წინა სეზონის სტარტში მესი სუარესი დემბელეს ერთად ტრავმები რო არა ფატის ალბათ მხოლოდ ახლა დააწინაურებდნენ თანაც ბარსა ბ ში და არა პირველ გუნდში და დაახლოებით კონრადის მსგავსი წარმოდგენა გვექნებოდა მაგ ბიჭზე. და მაგ შემთხვევითობის წყალობით ოქროს ბიჭუნა ვიპოვეთ. მეორეზე გავიდა ტიპი. პეპი იმით იყო გამორჩეული რო მაგ ტრავმიანობას არ ელოდებოდა და ეგრევე აძლევდა შანსებს ახალგაზრდებს. იმიტო რო ნამუშევარი იყო ბარსა ბ შიც. ამიტო მინდა ჩავიმ ბ გუნდით დაიწყოს. როცა სასტავს იცნობ ნდობა უფრო ადვილია. თორე ვალვერდე ფატის რო ესეთ ნდობას ტრავმების გარეშე არ გამოუცხადებდა ეგ 1000% იანია. მალკომი არ გააკარა სასტავს ტიპმა როცა დებდა შედეგს ასე თუ ისე მალკომი
    რედაქტორი [?]
    #1 25 ნოემბერი 2020 02:52
    10
    მინგესა ლანგლეს სჯობს და იმედია, მალე ამოაგდებს.
    --------------------
    🔵🔴