მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა
დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინის მთავრობამ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. განცხადება გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმაც.
„დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინის პრეზიდენტი ქვეყანაში 3 დღიან ეროვნულ გლოვას გამოაცხადებს, რომელიც დღეიდან დაიწყება“,
- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დიეგო მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. დიეგო მარადონა 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 1982-1984 წლებში, მარადონა "ბარსელონაში" თამაშობდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]