რა პოზიტივი დავინახეთ გრიზმანისაგან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში?
Diario AS-ში ვკითხულობთ, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისას მთავარი და ვიცე-კაპიტნების დანაკლისის გამო, ლიდერობა თავის თავზე ანტუან გრიზმანმა აიღო.
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსას" 7-იანს თავდაპირველად სათადარიგოთა სკამზე ყოფნა მოუწია, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ თანაგუნდელებს გასახდელში შესვლამდე ამხნევებდა.
ამას გარდა, კიევის აეროპორტში დაბრუნების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას, გრიზმანმა მიკრიფონი მოულოდნელად აიღო და პედრის დაბადების დღე სიმღერით მიულოცა.
65-ე წუთზე შემოსვლის შემდეგ კი მან მე-4 გოლიც გაიტანა. გარდა შედეგიანი თამაშისა, ამ მატჩით ნათლად დავინახეთ, რომ გრიზმანს ხასიათი აშკარად გამოუკეთდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]