პედრი და ანსუ ფატი ყველაზე ძვირადღირებულ ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის

პედრი და ანსუ ფატი ყველაზე ძვირადღირებულ ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის

"ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი, ანსუ ფატი, 19-წლამდელ ფეხბურთელთა შორის, ყველაზე ძვირადღირებულია.

ფატი, პედრი გონსალესთან ერთად, 2020/21 წლების სეზონში გამორჩეულია, რამაც მის სატრანსფერო ღირებულებაზეც იქონია ზეგავლენა.

Transfermarkt ანსუს 80 მილიონ ევროდ აფასებს. მეორე ადგილს "რენის" ფრანგი ნახევარმცველი, ედუარდო კამავინგა იკავებს - 50 მილიონი ევრო. სამეულს კი პედრი გონსალესი ასრულებს - 30 მილიონი ევრო (აპრილში 7.2 მილიონად ფასდებოდა). ასევე, 30 მილიონ ევროდაა შეფასებული ჯოვანი რეინა, რომელიც "დორტმუნდის" რიგებში ირიცხება.

აღსანიშნავია, რომ, ამავდროულად, ფატი ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი ფეხბურთელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.