მოწოდების სიმაღლეზე ყოფინის 1000 დღე

მოწოდების სიმაღლეზე ყოფინის 1000 დღე

ძვირფასო "ბარსას" ფანებო! მინდა კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, არც თუ ისე შორეულ ისტორიას. მას შემდეგ, რაც ხოსეპ გვარდიოლამ ჩაიბარა არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი "ბარსელონა", გავიდა 1000 დღე. ალბათ, ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ამ უკანასკნელმა "ბლაუგრანა" უმაღლეს მწვერვალებზე აიყვანა, საიდანაც ისინი დღესაც დასცქერიან სხვა გუნდებს. კლასით ამ კლუბს ერთი–ორი თუ მიუახლოვდება, ვიმეორებ მიუახლოვდება, რადგან იმას, რასაც კატალონიური გრანდი აკეთებს მოედანზე შეუძლებელია სხვამ გააკეთოს, ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით მაინც. ეს ყველაფერი კი არის იმ ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული ადამიანის დამსახურება, რომელსაც პეპ გვარდიოლა ჰქვია.

 

გვარდიოლას მოსვლისას კატალონიური კლუბი ნამდვილად არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ასპარეზობდნენ : რონალდინიო, ლიონელ მესი, სამუელ ეტო'ო და ა.შ. შეიძლება გარკვეულწილად ეს იმის ბრალიც იყო, რომ იგრძნობოდა "ლა მასიას" აღზრდილი ფეხბურთელების ნაკლებობა, მაგრამ ეს ყველაზე კარგად ვინ იცოდა, თუ არა პეპმა. მან მოსვლის დღიდან მთავარ გუნდში გადმოიყვანა: პედრო (იმ დროისთვის პედრიტო), სერხიო ბუსკეტსი და კულეებს დაუბრუნა "ბარსას" აღზრდილი პიკე, რომელიც ნამდვილად ვერ ბრწყნავდა ფერგიუსონის გუნდში. სწორედ ამან განაპირობა შემდგომი წარმატებები. გვარდიოლამ უდიდესი სიხარული და ბედნიერება მიანიჭა კატალონიელებს. გვარდიოლა არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებდა, უბრალოდ იცოდა რა სჭირდებოდა გუნდს და ეს იყო "ბარსას ფილოსოფია". დამეთანხმებით და ამაშ რაიკაარდს ნამდვილად აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელი უდავოდ დიდი პროფესიონალი იყო.

 

მოვიდა გვარდიოლა და "მოვიდა" ტიტულებიც. პირველივე წელს გუნდს შეუძლებელი გააკეთებინა – მოაგებინა ტრიპლეტი. გავიდა ერთი წელი და გუნდი წარმატებით ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზეც და პრიმერაშიც, თუმცა ლიგაზე 1/2 ფინალური ეტაპიდან მოგვიწია გამოთიშვა. მაგრამ გვარდიოლა რის გვარიოლა იყო ტიტული რომ არ მოეგო. ლა ლიგაში დაამხო ყველა დროის რეკორდი და 99 ქულით აღმართა თასი. ამავე წელს მოიგო "უეფას სუპერ თასი" და "ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი". 2010/11 წლების სეზონი კი დაიწყო "სუპერ თასის" აღმართვით.

 

მიუხედავად გუშინ გაგორებული ფრისა, მოდით მადლობა გადავუხადოთ პეპს, ვუსურვოთ წარმატება და უამრავი ტიტულის მოგება "ბარსელონასთან" ერთად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გვარდიოლა არის პიროვნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა, როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა. ეს მართლაც დაუჯერებელი სტატისტიკაა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.