სამი წლის შემდეგ...
სამი წელი და 182 თამაში დასჭირდა პეპ გვარდიოლას, რათა კულეების ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა. 2008 წელს კლუბის სათავაშე მოსულ გვარდიოლას გუნდში კონფლიქტები და არეული სიტაუცია დახვდა. ახალგაზრდა მწვრთნელმა ”ბარსელონას” უმაღლეს მწვერვალებზე აყვანა მოახერხა. 1000 დღეზე ცოტა მეტ პერიოდში გვარდიოლამ კლუბის მუზეუმში 10 ტიტული მიიტანა, მოხსნა ასობით რეკორდი და მოუტანა უდიდესი სიხარული ”ბარსელონას” გულშემატკივრებს.
2008 წლის 5 ივნისი - ეს დღე შეიძლება ჩაითვალოს ახალი ერის საწყისად ”ბლაუგრანას” ისტორიაში. ზუსტად 5 ივნისს პეპ გვარდიოლა ოფიციალურად გახდა ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი: ”ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა დიდი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს”. საინტერესოა, როცა გვარდიოლა ”დიდ სამუშაოზე” საუბრობდა, იცოდა რა ელოდა უახლოესი 3 წლის განმავლობაში?
პეპმა ჩვენ მხოლოდ ოცნება არ გვასწავლა, არამედ გვაჩვენა, რომ ყველა ოცნება, თუნდაც ყველაზე თამამი შეიძლება რეალობად იქცეს...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]