პირლო: "კამპ ნოუზე" მოსაგებად გავალთ
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლა ორივე გუნდს დიდი ხნის განაღდებული აქვს, ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში "ბარსელონასა" და "იუვენტუსის" შეხვედრას მაინც დიდი დატვირთვა ექნება.
ამჟამად, ჯგუფის ლიდერი "ბარსელონაა", თუმცა მოგების შემთხვევაში პირველი ადგილის დაკავება "იუვესაც" შეეძლება.
იტალიური კლუბის მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო, მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრობს.
ჯგუფიდან უკვე გასულები ვართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით დაკმაყოფილებას ვაპირებთ. სეზონის თითოეულ თამაშს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ბარსელონასთან" შეხვედრისთვის მზად ვარ, ბიჭებიც მზად არიან. "კამპ ნოუზე" აუცილებლად მოსაგებად გავალთ.
"ბარსელონასთან" შეხვედრისთვის მზად ვარ, ბიჭებიც მზად არიან. "კამპ ნოუზე" აუცილებლად მოსაგებად გავალთ.
"ბარსა"-"იუვეს" შეხვედრა 8 დეკემბერს გაიმართება. იქამდე კატალონიელები ლა ლიგაში "კადისს" ეწვევიან, ტურინელები კი ადგილობრივ დერბიში "ტორინოს" უმასპინძლებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]