პირველი აპლოდისმენტები მეტოქე გუნდის ქომაგებისგან - მესი "რამონ დე კარანსაზე" ბრუნდება
სულ 9 გუნდი არსებობს, რომელთა წინააღმდეგაც მესის უთამაშია, მაგრამ გოლი არ გაუტანია. ერთ-ერთია "კადისი", "ბარსას" ხვალინდელი მეტოქე.
ხვალ მესი ითამაშებს სტადიონზე, სადაც მეტოქე გუნდის გულშემატკივარმა მოედნიდან აპლიდისმენტებით პირველად გააცილა. რამდენი ასეთი შემთხვევა ყოფილა, პირველად კი ჯერ კიდევ პატარა არგენტინელი ჯადოქარი კადისელებმა დააფასეს, "რამონ დე კარანსაზე".
ეს 15 წლის წინ, 2005 წლის 17 დეკემბერს, ლა ლიგის მე-16 ტურში მოხდა. 18 წლის მესიმ მოედანზე პირველი 81 წუთი გაატარა. "ბარსამ" 3-1 მოიგო და თუ ოქმს ჩავხედავთ, ვიფიქრებთ, რომ მესიმ დიდი ვერაფერი ქნა. თუ ცოტათი მეტს მოვინდომებთ, აღმოვაჩენთ, რომ ახალგაზრდა არგენტინელს ერთი საგოლე გადაცემა გაუკეთებია. ხოლო თუ ამ ვიდეოს ვუყურებთ, აღმოვაჩენთ, რომ ძალიანაც ლამაზი ასისტი გაუკეთებია და უთამაშა ისე, როგორც კარიერის საწყის ეტაპზე - ჯერ კიდევ დაუღვინებელს, დუღილის ეტაპზე, ფეთქებადსა და შეუჩერებელს.
P.S. აქვე, თუ ვინმეს რაფა მარკესის ხელოვნებად ქცეულ გრძელ პასებზე ცრემლი მოგადგათ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ.
[media=https://www.youtube.com/watch?v=hSLg7K6PfLw&t=1s&ab_channel=UCCEVComps]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]