"ბარსელონა" "ატალანტას" ნახევარმცველის დამატებაზე ფიქრობს
"ბარსელონა" მარტენ დე რონის დამატებაზე ფიქრობს - ამ ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი მიგელ რიკო ავრცელებს.
კატალონიურმა კლუბმა ჰოლანდიელი ნახევარმცველის გადმობირების განხილვა იმის გამო დაიწყეს, რომ მას ამჟამინდელი კლუბის, "ატალანტას" დატოვება უფასოდ შეეძლება.
29 წლის ფეხბურთელი ნიდერლანდების ნაკრების წევრია და "ბარსას" მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან მუშაობის გამოცდილება აქვს. "ატალანტას" გარდა, დე რონი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე როტერდამის "სპარტაში", "ჰერენვენსა" და "მიდლზბროში" თამაშობდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]