ხავიერ სავიოლა: მინდა, მესი ბედნიერი იყოს
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიერ სავიოლამ კატალონიური კლუბის არგენტინელ ვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
ყველა ველოდით, რომ მესი კარიერის დასრულებას "ბარსელონაში" აპირებდა, ამიტომ ძალიან გაგვიკვირდა ის, რაც ამ ზაფხულს მოხდა. მინდა, რომ ლეომ ბედნიერება იპოვოს და არ აქვს მნიშვნელობა, "ბარსაში" იქნება ეს თუ სადმე სხვაგან.
- ციტირებს სავიოლას სიტყვებს El Larguero.
სიახლე არაა, რომ ლეო მესის გასულ ზაფხულში "ბლაუგრანას" დატოვება უფასოდ უნდოდა, თუმცა, კლუბის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბართომეუმ 33 წლის ფეხბურთელს ამის უფლება არ მისცა. საბოლოოდ, არგენტინელმა წასვლა გადაიფიქრა და დარჩენა გადაწყვიტა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]