მესი - რონალდუს დაპირისპირების მოლოდინში
ანდრეა პირლომ "იუვენტუსის" მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, დიდი კრიტიკა მიიღო. ახლა იტალიელი "იუვენტუსს" "კამპ ნოუზე" სათამაშოდ გაუძღვება. "ბებერ ქალბატონს" G ჯგუფში პირველი ადგილის მოსაპოვებლად, სულ მცირე, ანგარიშით, 3-1 მოგება აწყობს.
გარდა ამისა, მატჩი კიდევ უფრო საინტერესო იქნება იმ კუთხით, რომ თანამედროვე ფეხბურთის ორი უდიდესი ვარსკვლავი, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს კვლავ დაუპირსპირდებიან.
როგორც იცით, 2018 წელს კრიშტიანუმ ლა ლიგა დატოვა და სერია A-ს მიაშურა. უკანასკნელად, ხსენებული მოთამაშეები 2018 წლის 6 მაისს, "ელ კლასიკოში" დაუპირისპირდნენ, რომელიც ფრედ, ანგარიშით, 2-2 დასრულდა.
რაც შეეხება სტატისტიკას - ლეომ კრიშტიანუს წინააღმდეგ ჩატარებული მატჩებიდან, 16-ჯერ ტრიუმფი იზეიმა. რაც შეეხება პორტუგალიელს, მან არგენტინელს მხოლოდ 6 მატჩი მოუგო.
ხსენებული მოთამაშეები ერთად "იუვესა" და "ბარსას" წინა დაპირისპირებაშიც უნდა გვენახა, თუმცა კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსით დაინფიცირდა და მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]