"ბარსას" კრიზისის არ მჯერა - ანდრეა პირლო მატჩის წინ
კატალონიის "ბარსელონასთან" დაპირისპირებამდე, "იუვენტუსის" თავკაცი, ანდრეა პირლო პრესკონფერენციას მართავს:
"ცოტა უცნაურია, რომ "ბლაუგრანა" ლა ლიგაში ცუდად გამოიყურება. პირადად, არ მჯერა, რომ კლუბს კრიზისი აქვს. ყველას უწევს, აღმავალი და დაღმავალი მომენტები განიცადოს.
კატალონიელებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ და ბევრი ასპექტის გაუმჯობესება სჭირდებათ. კუმანმა პრობლემების გადაჭრის გზები უნდა ეძიოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ მესამე დღეს თამაში ძალიან რთულია.
ბუფონი? ის ბოლო ორი დღეა ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. ხვალ კარში დგომას იმსახურებს.
საკმაოდ რთული მატჩი გველის, თუმცა ჩვენი შანსები უნდა გამოვიყენოთ... იმის გათვალისწინებით, რომ პირველ შეხვედრაში შეცდომები დავუშვით, ახლა მოგების ფსიქოლოგიაზე განვეწყვეთ.
მესი თუ კრიშტიანუ? შეცდომა იქნებოდა, რომ რომელიმე გამომერჩია. 15 წელია, ისინი საფეხბურთო შოუს მართავენ.
დე ლიგტი? შესაძლოა, მან ხვალ დაისვენოს".
შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს, თბილსის დროით 23:55 საათზე "ბარსა" "იუვეს" "კამპ ნოუზე" უმასპინძლებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]