"ინტერი" ჟუნიორ ფირპოთი კვლავ ინტერესდება
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა იანვრის თვეში რამდენიმე მოთამაშის გაყიდვას გეგმავს, რათა სახელფასო უწყისი შეამციროს.
Sport-ის ინფორმაციით, წასვლის ერთ-ერთი კანდიდატი ჟუნიორ ფირპოა, რომლის შეძენითაც კვლავ მილანის "ინტერი" ინტერესდება. იტალიელები მარცხენა მცველის ძიებაში არიან და ესპანელის დამატება ნახევარწლიანი ან წელიწადნახევრიანი იჯარით სურთ, გამოსყიდვის უფლებით. ზაფხულში "ნერაძური" ფირპოს შეძენასთან ახლოს იყო, მაგრამ "ბარსელონას" მხრიდან ლაუტარო მარტინესის შეძენის წარუმატებელ მცდელობასთან ერთად მისი ტრანსფერიც ჩაიშალა.
24 წლის ფეხბურთელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსებას 2019 წლიდან იცავს, მაგრამ გუნდში ადგილის დამკვიდრება ჯერ კიდევ ვერ შეძლო. ადრე მისი შეძენით "ატალანტა" და "ნაპოლი" ინტერესდებოდნენ, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. კატალონიელები 22 მილიონ ევროზე მეტს ითხოვდნენ. ფირპოს ყოფილი კლუბი, "ბეტისი" კი ნებისმიერი შეთანხმების შემთხვევაში 10 პროცენტს მიიღებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]