Sport: "ბარსელონა" უმტიტის გაყიდვას აპირებს

Sport: "ბარსელონა" უმტიტის გაყიდვას აპირებს

"ბარსელონა" იანვარში გუნდის ცენტრალური მცველის, სამუელ უმტიტის გაშვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობები, რომ "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს დღეიდან უმტიტის იმედი აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, თავად კლუბი განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს.

კატალონიელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სათამაშო დროს მიიღებს და მას თავის გამოჩენის შანსები ექნება.

ივარაუდება, რომ 27 წლის მოთამაშე წასვლის წინააღმდეგი არ იქნება, თუ იგი ისეთ კლუბში მოხვდება, რომელსაც კარგი პროექტი აქვს. უმტიტი უპირატესობას 6 თვით იჯარით წასვლას მიანიჭებდა.

ცნობისთვის, სამუელ უმტიტიმ თამაშის ნებართვა დღეს მიიღო და იგი "იუვენტუსთან" მატჩის განაცხადშიც მოხვდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    LM10TheLegend
    სტუმარი [?]
    #4 9 დეკემბერი 2020 10:41
    0
    თუ ყიდიან გაყიდონ იჯარა იქნება ყველაზე დიდი სისულელე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 დეკემბერი 2020 02:15
    1
    ბებერი ინიესტას და ბებერი ჩავის ბოლო დროინდელი სეზონების ყველაზე უხეირო მატჩები მირჩევნია ამათ ყველაზე მაგარ ნაჩვენებ მატჩს და თან აი ისეთს ყველა ახლანდელი ვარსკვლავი რო ბრწყინავს,ვაბშე როდის ვნახეთ ეგ აღარც მახსოვს მაგრამ მაინც.
    შეხედავდი ჩავი და ინიესტა მაინც იყო ყველაზე უსახური მატჩიც კი სასიამოვნო საყურებელი იყო ლ,ესენი ყველანაირად რო მუღამში გისვრიან,რა გუნდი გავხდით რაარის ეს
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 დეკემბერი 2020 23:20
    1
    იჯარა არა ტოლმა. ამას ისეთი პრობლემა აქვს მუხლზე, რომ ამის ტრავმა დროის ამბავია. ჯობია გაყიდონ თუ გაიყიდა.
    Culé [?]
    #1 8 დეკემბერი 2020 23:19
    0
    დემბელეც მიაყოლეთ