პედრი: ახლა თავის მართლების დრო არაა
პედრიმ Marca-სთან ინტერვიუს დროს, ბოლო შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მძიმე მარცხი შეაფასა:
"ახლა თავის მართლების დრო არ არის. მაქსიმალურად უნდა ვიშრომოთ, რათა შეცდომები გამოვასწოროთ."
"იუვესთან" მარცხი ნამდვილად მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა გავიღოთ და მოედანზე თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ."
"ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაში თამაში უკეთესობისაკენ უნდა შევცვალოთ. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ გავუმჯობესდეთ. დავუშვით შეცდომები და ვიცით, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ. ამ დინამიკას ჩვენ ერთად შევცვლით."
ბოლო 2 შეხვედრაში "ბარსამ" უმძიმესი 2 მარცხი იწვნია. გუნდმა ლა ლიგაში ქულები კიდევ ერთხელ, "კადისთან" დაკარგა, ხოლო "ბებერ ქალბატონთან" მარცხმა "ბარსას" ჯგუფში პირველი ადგილი დაათმობინა.
კატალონიელები რეაბილიტაციას 13 დეკემბერს, მე-17 ადგილოსან "ლევანტესთან" შეეცდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]