გასულ კვირაში "ბარსელონას" ყველა გუნდმა მოიგო

გასულ კვირაში "ბარსელონას" ყველა გუნდმა მოიგო

"ბარსელონას" თამამად შეიძლება ეწოდოს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სპორტული კლუბი. საფეხბურთო გუნდების გარდა კატალონიელებს პროფესიონალური გუნდი სპორტის ოთხ სახეობაში ჰყავთ და ოთხივეში ძალიან წარმატებული. გასულ ტურებში კი "ბლაუგრანას" უკლებლივ ყველა გუნდმა მოიგო.

პირველი გუნდი

რონალდ კუმანის გუნდმა "ლევანტეს" უმასპინძლა და ზედიზედ 2 წაგების შემდეგ, გაჭირვებით მოიგო.

ბარსა ბ

კატალონიელების სარეზერვო გუნდს პრინციპული მატჩი ჰქონდა "ესპანიოლ ბ-სთან". გარსია პიმიენტას გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში, მე-80 წუთზე გატანილი გოლით 2-1 მოიგო.

ქალთა გუნდი

ამჟამად "ბარსელონაში" საუკეთესო გუნდი. მორიგი იოლი გამარჯვება, ამჯერად "ვალენსიასთან" სტუმრად 7-0. 8 თამაშში 8 მოგება, 45 გატანილი და მხოლოდ 1 გაშვებული გოლი.

კალათბურთი

ზედიზედ მეორე თამაში მოიგო კალათბურთის გუნდმა, რომელმაც ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ "ობრადიოიროს" სტუმრად 78-75 სძლია.

ხელბურთი

ქალთა გუნდის მსგავსად უდანაკარგოა ხელბურთის გუნდიც, რომელმაც 15 თამაშიდან ყველა მოიგო. ამჯერად აუტსაიდერთა შორის მყოფი "ფრიგორიფიკოსის" ჯერი დადგა, რომელსაც "ბარსამ" ანგარიშით 39-24 აჯობა. 15 ტურის შემდეგ "ბარსელონას" ბურთების სხვაობა +225 არის, მეორე ადგილზე მყოფი გუნდის კი +74.

ფუტზალი

სეზონის არადამაჯერებლად დაწყების შემდეგ ფორმაში შედის ფუტზალის გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-3 თამაში მოიგეს, ამჯერად "ბეტისთან" სტუმრად, ანგარიშით 7-0.

ჰოკეი

იოლად მოიგო გორგოლაჭებიანი ჰოკეის გუნდმაც. "ტარადელის" 7-1 განადგურების შემდეგ "ბლაუგრანას" 12 თამაშში 10 მოგება დაუგროვდა, მაგრამ "ლისეოს" უდანაკარგო სვლის გამო ეს მხოლოდ მე-2 ადგილისთვისაა საკმარისი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #9 14 დეკემბერი 2020 15:31
    0
    ციტატა: El pistolero 9
    გორგოლაჭებიანი ჰოკეი რამე ახალი სპორტია?

    smile smile smile
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 14 დეკემბერი 2020 14:16
    0
    გორგოლაჭებიანი ჰოკეი რამე ახალი სპორტია?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #7 14 დეკემბერი 2020 13:38
    0
    ამ ლენგლეს და ალბას მაგივრად გოგოებიდან რო გამოუშვან ვინმე არ ჯობს :დ
    Culé [?]
    #6 14 დეკემბერი 2020 13:06
    0
    ამ გუნდებსაც იგივე ხელმძღვანელობა ყავს რაც ფეხბურთისას?
    AGU3RO
    სტუმარი [?]
    #5 14 დეკემბერი 2020 12:59
    0
    მშვენიერი , მრავალი ასეთი კვირა :დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 დეკემბერი 2020 12:37
    0
    კაცების გუნდში კატა შეიპარა და ახლა გოგოებს უბრიქდებათ🤣🤣🤣🤣 კალათბურთს თამაშობენ. საღოლ გოგოებს🙌🙌
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 დეკემბერი 2020 12:24
    1
    მესის 5 გოლი აქვს გატანილი 11 მატჩში.
    წარსულში ცოტა შორს წავედი და 12/13 წლის სეზონში მესის 11 თამაშში 13 გოლი გაუტანია.
    ousmane dembele 11
    სტუმარი [?]
    #2 14 დეკემბერი 2020 12:11
    4
    ეს გოგოები რო დააწინაურონ ბარეორ ბიჭზე მაგრათ ითამაშებს smile smile
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #1 14 დეკემბერი 2020 12:11
    3
    აუუ გოგოები რასუბერავენ საღოოლ დდდფ