მესი:"5 ქულიანი სხვაობა "რეალთან"–ეს არ არის ცუდი"

მესი:"5 ქულიანი სხვაობა "რეალთან"–ეს არ არის ცუდი"

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი, ლეო მესი ფოქრობს, რომ მისი გუნდი საკმაოდ კარგადაა დაწინაურებული მადრიდის "რეალთან" საჩემპიონო ბრძოლაში, იტყობინება Marca. 28–ე ტურის შემდეგ, ამ ორ გუნდს შორის სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა. მანამდე კატალონიელები მადრიდელებს 7 ქულით უსწრებდნენ:

" მე ვფიქრობ, რომ "პრიმერას" ჩემპიონის ვინაობა, ბოლო ტურებში გახდება ცნობილი. თუმცა სხვაობა 5 ქულაა–ეს არ არის ცოტა."

რაც შეეხება იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ლეოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს, ამაზე არგენტინელმა განაცხადა: " მე ნამდვილად არ მიყვარს, როცა საუკეთესო ფეხბურთელად მიმიჩნევენ. მე ამ საოცარი გუნდის ერთ–ერთი ფეხბურთელი ვარ, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა. აქედან გამომდინარე, მე თავს პრივილეგირებულ ფეხბურთელად მივიჩნევ," დაასრულა მესიმ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.