ლეო მესი "ადიდასის" რეკლამაში
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი, გადაიღეს "ადიდასის" ახალ რეკლამაში, სხვა ვარსკვლავებთან ერთად. გერმანულმა სპორტული ტასნაცმლის კომპანიამ დევიზით, "ადიდასი ყველაფერში", რეკლამირება გაუწია თავისი ბრენდის ახალ პროდუქტებს.
"ადიდასის" პროდუქტი საკმაოდ გაყიდვადია. უამრავ სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის ადამიანს, უამრავ ადგილას, აცვია მათი სამოსი. დღეს მსოფლიოში ყველაზე აქტუალურია: სპორტი, მუსიკა და მოდა, რომელშიც მონაწილეობას უამრავი ცნობილი სახე იღებს.
რეკლამაში ლიონელ მესისთან ერთად გამოჩნდებიან დევიდ ბექჰემი და "ენ–ბი–ეი"–ს ვარსკვლავი დერიკ როუზი. სიმღერას, რომელიც რეკლამას ადევს ფონად, ასრულებენ მომღერალი კეტი პერი და რეპერი ბიობი (BOB). ყველაფრის დიზაინზე ზრუნავს მსოფლიო მოდის ვარსკვლავი ჯერემი სკოტი.
სიმღერით "Civilization", რომელსაც ასრულებს ფრანგული ჯგუფი "Justice", რეკლამა გვეუბნება, რომ გმირებმა ყოველთვის ყველაფერი უნდა გაიღონ გამოწვევებისთვის.
ეს კი რეკლამა:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]