რუნი: ”არ გვეშინია ”ბარსასთან” შეხვედრის”
”მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი, უეინ რუნი არ მიეკუთვნება იმ ფეხბურთელების რიცხვს, რომლებსაც არ სურთ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალში ”ბარსელონასთან” შეხვედრა, იტყობინება ”მარკა”.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი მზადაა მეოთხედ-ფინალში ”ბარსელონასთან” თამაშისთვის.
”თუ გსურს ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაშინ მზად უნდა იყო, რომ მოუგო ყველა იმ მეტოქეს, რომელიც გზად შეგხვდება. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვის წინააღმდეგ მოგვიწევს მეოთხედ-ფინალში თამაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხებას შევძლებთ. მათ რიცხვს ”ბარსელონაც” მიეკუთვნება”. - განაცხადა უეინ რუნიმ
შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონა” და ”მანჩესტერ იუნაიტედი” ერთმანეთს 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდნენ. აღნიშნული მატჩი კატალონიელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]