2020 წელს მესიმ მოედანზე 4 293 წუთი გაატარა: მასზე მეტი მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა ითამაშა
2020 წელს, მსოფლიოს მასშტაბით, მოედანზე ყველაზე მეტი დრო "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, ჰარი მაგუაიერმა, დაჰყო, ლეო მესი კი მესამე ადგილს იკავებს, წერს CIES Football Observatory.
17 დეკემბრის მდგომარეობით, ინგლისელის მონაგარს 53 მატჩი და 4 745 წუთი შეადგენს. მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი მცველი, რუბენ დიაშია - 4 344 წუთი. მესის კი შედეგი კი 4 293 წუთია.
30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელთა შორის, ლეოსთან ყველაზე ახლოს ხესუს ნავასია (4 110 წუთი), რომელიც ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს. "ბარსელონაში", მესისთან ერთად, ყველაზე ხშირად ფრენკი დე იონგი (3 643 წუთი) და ანტუან გრიზმანი (3 618) თამაშობენ.
მოცემულ სტატისტიკაში გათვალისწინებულნი არ არიან მეკარეები. წლის დასრულებამდე, ლა ლიგაში კიდევ ერთი სათამაშო ტური არის დაგეგმილი, პრემიერ ლიგაში კი - ორი, აქედან გამომდინარე, მომდევნო დღეებში, სტატისტიკა შეიცვლება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]