ჟერარ დელოფეუმ პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა
”ჟუვენილ ა”-ს მარცხენა თავდამსხმელმა, რომელსაც სულ ახლახანს შეუსრულდა 17 წელი, დღეს თავის კუმირებთან ერთად ივარჯიშა.
ჟერარ დელოფეუ ერთ-ერთი იმ ახალ ფეხბურთელთაგანია, რომელმაც კანტენაროს სხვა სამ წევრთან ერთად მონაწილეობა მიიღო დღევანდელ ვარჯიშში. დღეს მოედაზე იყვნენ ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები - მონტოია, მინიო და ფონტასი.
სწორედ ფონტასი ივარჯიშებს პირველ გუნთან ერთად მანამ, სანამ აბიდალი ავადმყოფობის გამო არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა სპორტის საკითხებში, ხოსეპ მარია ბარტოლომეუმ გააკეთა.
პუიოლმა, მესიმ, პედრომ და მაქსველმა აღდგენითი ვარჯიშები ჩაატარეს სპორტ-დარბაზში. ადრიანომ და ალვეშმა გუნდის სხვა წევრებთან ერთად ივარჯიშეს.
დღეს, ვარჯიშის მიმდინარეობისას ”სიუტატ ესპორტივას” ”უეფას” ექიმები ეწვივნენ, რომ ”ბლაუგრანას” ათი ფეხბურთელისთვის დაუგეგმავი ”დოპინგ-კონტროლი” ჩაეტარებინათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]