ლა ლიგის მოგება რთულია, თუმცა არა - შეუძლებელი - კუმანი
"ეიბართან" ფრედ (1-1) დასრულებული მატჩის შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" თავკაცი, რონალდ კუმანი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს:
"დემბელე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ბედნირი ვარ, რომ მან გოლის გატანა მოახერხა.
პირველ ტაიმში სიღრმიდან თამაშის წამოწყება გაგვიჭირდა. არ ვიცი რატომ, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი საქმე კარგად ვერ შევასრულეთ.
საკმარისი მომენტები შევქმენით, თუმცა საბოლოო შედეგი უსამართლოა. ისეთი გრძნობა გვრჩება, თითქოს წარმოუდგენელია, ეს თამაში არ მოგვეგო.
აშკარად მოგება დავიმსახურეთ, თუმცა დიდი შეცდომა დაცვაში და უკვე... 0-1 ხდება.
უკანა ხაზის მიმართულებით ბევრი პასი კეთდება, რასაც შედეგი ვერ მოაქვს. წინ პასებზე მეტი ფოკუსირება გვჭირდება.
გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მატჩების მოსაგებად დონე არ გვყოფნის.
რა თქმა უნდა, მესი გვაკლდა. ის დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც შეხვედრს ბედის გადაწყვეტა შეუძლია.
კოუტინიომ თქვა, რომ მას მარცხენა მუხლის არეში დისკომფორტი აღენიშნება. დამატებითი გამოკვლევა ზუსტ პასუხს გვიჩვენებს.
ბრეითუეიტის პენალტი? მოედანზე მესი არ იყო... გრიზმანმა ერთ მატჩში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მეორეში მარტინმა თავის გამოჩენა შეძლო. შესაბამისად, შევთანხმდით, რომ დანიელს უნდა დაერტყა.
ფაქტია, რომ ლიგის მოგება რთულია, თუმცა არა - შეუძლებელი. ლიდერ კლუბსა და "ბარსას" შორის განსხვავებას უნდა ხედავდეთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 27 ]