მორიგი წარუმატებლობა "ბარსელონას" ბანაკში
საფეხბურთო კრახის შემდეგ, "ბარსელონას" ბანაკში კიდევ ერთი იმედგაცრუება მოხდა - "ბლაუგრანას" ხელბურთის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპი წააგო.
მატჩი, რომელიც წესით 2019/20 წლების სეზონის ბოლოს უნდა გამართულიყო, 29 დეკემბერს გაიმართა. კატალონიელთა მეტოქე გერმანული "კიელი" იყო, რომელმაც ანგარიშით, 33-28 იმარჯვა.
ამგვარად, "ბარსა" ისტორიაში რიგით მე-10 უპრესტიჟულეს ტიტულს ვერ დაეუფლა.
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების გათამაშებაში "ბლაუგრანამ" უკვე 8 მატჩი ჩაატარა (რვავე მოიგო), შესაბამისად, ბიჭები ახალი სეზონისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]