რამოსი: ”ჩემპიონთა ლიგის ფინალში ”ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში მსურს”

რამოსი: ”ჩემპიონთა ლიგის ფინალში ”ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში მსურს”

მადრიდის ”რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა Radio MARCA-სთან ინტერვიუში ანალიზი გაუკეთა ”თეთრების” მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებულ მატჩებს. ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა, რომ ”რეალს” ფავორიტის სტატუსი არასდროს მოსწონდა.

”ლიონთან” მატჩისთვის გულმოდგინედ ვემზადებოდით, რათა დაგვესრულებია ჩვენთვის ნეგატიური ტენდენცია. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი გუნდის ფეხბურთელებს არ მოსწონთ ფავორიტის სტატუსი. ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე ყველა გუნდი საკმარისად ძლიერია. ამიტომ, თითოეული მეტოქის მიმართ მაქსიმალური პატივისცემა უნდა ვიქონიოთ. ჩემი სურვილია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ”ბარსელონას” დავუპირისპირდეთ. ეს ნამდვილი დღესასწაული იქნებოდა. არავის შიში არაა საჭირო. თუ ჩვენ მოგვიწევს მეოთხედ-ფინალში კატალონიელთა წინააღმდეგ თამაში, შევეცდებით, რომ მოვუგოთ მათ.” - განაცხადა სერხიო რამოსმა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.