როგორ გამოიყურება ჩავის "ალ სადი" მიმდინარე სეზონში?
ჩავი ერნანდესი და მისი "ალ სადი" ყატარის ჩემპიონატში ტრიუმფალურ სვლას ამ სეზონშიც განაგრძობენ.
13 შეხვედრაში მოპოვებული 35 ქულით, "ალ სადი" უახლოეს მდევარ "ალ დუჰაილს" 11 ქულით უსწრებს. ჩავის გუნდს ბურთების შეფარდება +41 აქვს. დღეს გამართულ შეხვედრაში კი "ალ საილია" ანგარიშით, 8-0 გაანადგურეს.
როგორც ჩანს, ესპანელი ლეგენდა 2020 წელს დაფიქსირებული შედეგის(სამი ტიტულის მოპოვება) გამეორებას აპირებს.
"ბარსას" ძველი 6-იანის ასეთი დამაჯერებლობა მის კატალონიურ გრანდში დაბრუნების სურვილს კიდევ უფრო ამძაფრებს. საპრეზიდენტო კანდიდატების მიზნებში კი ჩავის სახელი დიდი ხანია რაც მკვეთრად ფიგურირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]