ილაიშ მორიბა შემდეგ კვირაში სარეზერვო გუნდში დაწინაურდება

ილაიშ მორიბა შემდეგ კვირაში სარეზერვო გუნდში დაწინაურდება

"ლა მასიას" ტალანტი, ილაიშ მორიბა შემდეგ კვირაში, "ჟუვენილ A"-დან "ბარსელონა ბ"-ში ოფიციალურად დაწინაურდება, იტყობინება Cadena SER.

მიუხედავად იმისა, რომ მორიბა ფორმალურად 19 წლამდელთა გუნდის წევრია, ის ამ სეზონში სარეზერვო გუნდში ვარჯიშობს და თამაშობს.

ჯერ-ჯერობით, 17 წლის მოთამაშეს რეზერვებში, 5 მატჩში, 410 წუთი აქვს ნათამაშები. ტერფის ტრავმის გამო მან 4 მატჩი გამოტოვა.

მასთან ერთად "ბარსა ბ"-მ სამჯერ მოიგო, ერთხელ ფრე ითამაშა და ერთი წააგო. მის გარეშე კი გუნდმა ერთი მოგება და ერთი მარცხი მიითვალა.

რონალდ კუმანმა "გრანადასთან" დღევანდელი მატჩისთვის ის განაცხადში პირველად შეიყვანა. ამ ეტაპისთვის მორიბა პირველ გუნდთან ივარჯიშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ბასქუ10
    სტუმარი [?]
    #6 9 იანვარი 2021 23:34
    0
    ლა მასია ბრუნდება ნელ ნელა რაც ძალიან მაგარია
    Culé [?]
    #5 9 იანვარი 2021 21:23
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ნეტა დღეს ერთი 10 წუთი მაინც ათამაშოს

    ეგ კი არა პუჩსაც არ ათამაშებს რა უაზრო ამოჩემება იცის ვაა😡😡
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #4 9 იანვარი 2021 20:41
    0
    ესეთი ახალგაზრდები უნდა წამოვიდეს ლა მასიიდან და ფული არ უნდა ვყაროთ ტყუილად უაზრო ტრანსფერებში.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 იანვარი 2021 20:28
    1
    ნეტა დღეს ერთი 10 წუთი მაინც ათამაშოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 იანვარი 2021 20:27
    1
    კაი ბიჭია და იმედია განვითარებას განაგრძობს. სულ ახალგაზრდები არიან წამყვანები უკვე ჩვენთან და ესეც შეემატება ალბათ მალე.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 იანვარი 2021 20:22
    1
    კაია, იქნებ მომავალ სეზონში მთავარშიც ამოწიონ