პეპი: "იმდენი რამ მოხდა ამ კვირას..."
დღეს, კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ პრეს–კონფერენცია გამართა. ჟურნალისტებმა კი არ დააყოვნეს და კატალონიელს ყველა იმ თემაზე გაესაუბრნენ, რაც ამ კვირაში "ბარსას" თავს მოხდა...
გვარდიოლა აბიდალთან დაკავშირებით, ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს: "როგორც ჩვენ ვიცით, ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა. ჩვენ ექიმებს კარგი სამუშაოსთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ. იმედი მაქვს, რომ ხალხი ოჯახის თხოვნას კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით, პატივს სცემს."
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი მთელ მსოფლიოს მადლობას უხდის იმისთვის, რომ ერიკს მორალურად დაუდგნენ გვერდით: "მინდა მადლობა გადავუხადო იკერ კასილიასს, როგორც "რეალ მადრიდის" კაპიტანს და მის თანაგუნდელებს მათი შესანიშნავი ქცევის გამო. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ხავი პასკუალს და "ბარსას" ხელბურთის გუნდს. მადლობა თქვენ, ყველას მხარდაჭერისთვის, რომლის გამოც ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ვართ "სპორტის ხალხი"."
ამ კვირაში იმდენი რამ მოხდა, რომ ყველას გადაავიწყდა შაბათის მატჩი "ხეტაფესთან", რომელიც "ნოუ კამპზე" იმართება. გვარდიოლა ამბობს: "ეს არის იმ დაპირისპირებთაგან ერთ–ერთი, რომელსაც შეუძლია ჩემპიონობა დაგაკარგვინოს. 3 ქულა ჩვენ ტიტულს არ მოგვიტანს, მაგრამ თუ ჩვენ მისი მოპოვება ვერ შევძელით, მაშინ საქმე უფრო რთულად გვექნება. ამ კვირას ძალიან ბევრი რამ მოხდა. გათამაშების ბოლო ეტაპზე ჩვენ ამ ფორმის შენარჩუნება გვმართებს."
დოპინგ–კონტროლის ჩატარების მოთხოვნასთან დაკავშირებით პეპმა ასეთი განცხადება გააკეთა: "თუ ვინმეს სურს, რომ მეტი გაიგოს, ან "კადენა კოპეს", ან ფლორენტინო პერესს უნდა კითხოს ... კლუბმა განცხადება გამოაქვეყნა და სარჩელიც წარმოდგენილი იქნა, ამაზე მეტად ნათლად კი აღარაფრის ჩვენება აღარ შეძლება."
პეპს პრეს–კონფერენციის ბოლოს ფონტაზზეც დაუსვეს კითხვა, რომელიც ბოლო დღეებია პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და რომელიც ერიკ აბიდალის შემცვლელად მოიაზრება: "იგი უფრო მეტია, ვიდრე "მზად" თამაშისთვის. მას შესანიშნავი პროგრესი ჰქონდა. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც ცენტრში, ან ფლეიმეიქერად თამაში შეუძლია. ჩვენ მისი თამაში "ჩემპიონთა ლიგაზეც" ვიხილეთ და მან ყველაფრის ძალიან კარგად გაკეთებაც მოახერხა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]