ბოიანი ისტორიის ზღვარზე
დღევანდელი "ბარსელონა" იმდენად დიდებულია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებიც კი პრიმერას ისტორიაში ეწერებიან. კატალონიელი ნიჭიერი თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი, ახლოსაა 100 მატჩიან ზღვართან პრიმერაში. აღსანიშნავია, რომ ის მხოლოდ 20 წლისაა და მისი შემდეგი მატჩი ლა ლიგაში იქნება მეასე.
ეს იმას ნიშნავს, რომ სერბი წარმოშობის კატალონიელი, თავის სახელს ჩაწერს ლა ლიგის ისტორიაში. ის ერთერთია იმ სამი ფეხბურთელიდან, რომელმაც ეს მოახერხა. მას მხოლოდ "რეალის" ცოცხალი ლეგენდა რაული და "ატლეტიკ ბილბაოს" კარიერა დამთავრებული ფეხბურთელი, ხოსება ეჩებერია უსწრებენ.
ახალგაზრდა და პერსპექტიულმა თავდამსხმელმა, ბოიან კრკიჩმა 99 მატჩში 24 გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ იგი თამაშების უმეტესობას სათადარიგოთა სკამიდან იწყებს. ასე, რომ წარმატებები ვუსურვოთ ბოიანს და მართლაც "ბარსელონას" მომავალი გამხდარიყოს !
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]